ცილა წარმოადგენს მოლეკულების კატეგორიას, რომელიც აუმჯობესებს უჯრედის სტრუქტურას, იმუნურ სისტემას, ქიმიურ რეაქციებს, ჰორმონების სინთეზს და სხვა.
ის აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და ცილებით მდიდარი საკვები არის შესანიშნავი გზა მიიღოთ ეს სასარგებლო ნივთიერება.
რომელი საკვებია ცილებით მდიდარი
ქვემოთ ჩამოთვლილია ცილოვანი საკვები რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ და ორგანიზმი გაამდიდროთ პროტეინით.
1. კვერცხი
კვერცხი არის შესანიშნავი წყარო ისეთი ცილის, რომელიც ადვილად შეიწოვება. გარდა ამისა, ის სავსეა ვიტამინებით, მინერალებით, ჯანსაღი ცხიმებით და ანტიოქსიდანტებით.
თუ გსურთ კვერცხის ყველა დადებითი თვისების გამოყენება, მაშინ უნდა მიირთვათ კვერცხის გულიც და ცილაც, რადგან დამატებითი ნივთიერებები სწორედ რომ კვერცხის გულშია.
2. ნუში
კიდევ ერთი ცილებით მდიდარი საკვები არის ნუში. ის ასევე მდიდარია აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ბოჭკო, ვიტამინი E, მანგანუმი, მაგნიუმი, მცენარეული ცილები.
ნუშს სხვადასხვა სარგებელი აქვს ჯანმრთელობისთვის – გულის დაავადებების რისკის ფაქტორების შემცირება, როგორიცაა მაღალი LDL ქოლესტერინი და მაღალი წნევა.
3. ხაჭო
ხაჭო შეიცავს დაბალი რაოდენობით ცხიმს და კალორიებს, მაგრამ პროტეინების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ის მდიდარია კალციუმით, ფოსფორით, ვიტამინი B12 და სხვა საკვები ნივთიერებებით.
ერთი ჭიქა ხაჭო, ანუ დაახლოებით 225 გრამი, შეიცავს 28 გრამ ცილას. შეგიძლიათ ხაჭო მიირთვათ ცალკე, ან შეურიოთ სხვა საჭმელს და გაამდიდროთ ის ცილებით.
4. რძე
რძე შეიცავს თითქმის ყველა საკვებ ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმს სჭირდება და არის შესანიშნავი ცილოვანი საკვები. რძე შეიცავს კალციუმს, ფოსფორს და რიბოფლავინს (ვიტამინი B2).
თუ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ და რძის ნაწარმი აკრძალული გაქვთ, ცილები შეგიძლიათ მიიღოთ აქ ჩამოთვლილი სხვა საკვებიდან.
5. ოსპი
ოსპი არის მცენარეული პროტეინის შემცველი საკვები, რაც მას შესანიშნავ არჩევანს ხდის, თუ ვეგეტარიანულ ან ვეგანურ დიეტას მიჰყვებით.
გარდა ამისა, ის მდიდარია სხვა საკვები ნივთიერებებითაც, მათ შორის ბოჭკო, ფოლიუმის მჟავა, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, სპილენძი და მანგანუმი.
6. თევზი
თევზი ცილის შესანიშნავი წყაროა და ორგანიზმს ამდიდრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიტამინით და მინერალით – იოდი, სელენი და ვიტამინი B12.
გარდა ამისა, ცხიმოვანი თევზი, როგორიცაა ორაგული და ქაშაყი, მდიდარია ომეგა 3 ცხიმებით, რომლებსაც დადებითი გავლენა აქვთ აქვთ გულის ჯანმრთელობისთვის.
შეჯამება
ცილების, ანუ პროტეინის მიღება ყოველდღიურად აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. საბედნიეროდ, არსებობს მრავალი ცხოველური თუ მცენარეული ცილებით მდიდარი საკვები, რაც დაგეხმარებათ მოამარაგოთ ორგანიზმი ამ ნივთიერებით.