ჩვენ შესახებ

Fiber არის პლატფორმა, რომელიც ეძღვნება კვებას, ჯანსაღ ცხოვრების წესს და ამ მიმართულებით, მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციის და რესურსის მიწოდებას.

ჩვენს პლატფორმაზე იპოვით მრავალფეროვან რეცეპტებს. აქ წარმოდგენილია კერძების, სალათების, ცომეულის, წვნიანისა და ნამცხვრების უამრავი გემრიელი რეცეპტი ნებისმიერი გემოვნებისა და დღესასწაულისთვის.

გთავაზობთ სტატიებს სხვადასხვა დიეტებზე, მათ შორის კეტოგენურ, პალეო, ვეგეტარიანულ და დეტოქსიკაციურ დიეტებზე. აქ იპოვით ექსპერტების რჩევებს ჯანსაღი კვების შესახებ და უახლეს კვლევებს ამ მიმართულებით.

ბლოგის განყოფილებაში განხილულია ცხოვრების ჯანსაღი სტილი, პოპულარული ტრენდები და თანამედროვე მიდგომები კვების კუთხით. აქ წარმოდგენილია საინტერესო სტატიები ჯანსაღ კვებაზე, რჩევები და ამბები კვების სამყაროდან.

Fiber დამატებით გთავაზობთ BMI კალკულატორსა და კალორიების კალკულატორს თქვენი ფიზიკური მონაცემებისა და კვების რეჟიმის შესაბამისად. ეს ხელსაწყოები დაგეხმარებათ გააკონტროლოთ კვებითი ჩვევები.

ასევე, ვებგვერდზე მოცემულია საკვების კალორიულობის ცხრილი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ცალკეული პროდუქტების კვებითი ნივთიერებების შესახებ.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ერთგვარი ჰაბი, სადაც თავმოყრილი იქნება ყველაფერი, რაც ჯანსაღ კვებას, რეცეპტებს, დიეტებსა და ზოგადად ჯანსაღ ცხოვრების წესს უკავშირდება.