გარდა იმისა, რომ ჟოლო ძალიან გემრიელი ხილია, მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია და სხვადასხვა სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის.
ჟოლოს ჩართვა დიეტაში კი საკმაოდ მარტივია – შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხლად ან ჩართოთ სხვადასხვა საკვებში, იქნება ეს სალათა, დესერტი თუ სხვა რამ.
რა სასარგებლო თვისებები აქვს ჟოლოს
თუ გაინტერესებთ თუ რისთვის არის კარგი ეს ხილი და რა დადებითი მხარე აქვს, წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ჟოლოს სასარგებლო თვისებები.
1. აძლიერებს იმუნიტეტს
C ვიტამინი ძირითადად გვხვდება ციტრუსში, თუმცა ჟოლოც შეიცავს ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით. 1 ჭიქა ჟოლო აკმაყოფილებს C ვიტამინის ყოველდღიური ნორმის ნახევარზე მეტს.
ეს საკვები ნივთიერება კი ერთ-ერთი საუკეთესოა იმუნური სისტემისთვის. გარდა ამისა, ის კარგია კანისთვის, ორგანიზმის აღდგენითი ფუნქციისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის.
2. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას
უჯრედისი არის საუკეთესო საშუალება საჭმლის მონელებისთვის, რომელიც ძირითადად ხილის და ბოსტნეულის კანში და თესლში გვხვდება. ჟოლო კი არის ერთ-ერთი უჯრედისით მდიდარი ხილი.
ერთი ჭიქა ჟოლო შეიცავს დაახლოებით 8 გრამ ბოჭკოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მისი ჩართვა კვების რაციონში დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ხილი თუ გსურთ სწორ კვებაზე გადასვლა.
3. ეხმარება კოგნიტურ ფუნქციას
არსებობს მტკიცებულება, რომ ჟოლო ტვინს ეხმარება იმუშაოს უმაღლეს დონეზე. კვლევაზე დაყრდნობით, ჟოლო დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, ინფორმაციის დამუშავების სისწრაფეზე და ა.შ.
ზოგადად კენკრა და მათ შორის ჟოლოც, შეიცავს ფლავონოიდს, რაც აუმჯობესებს კოგნიტიურ შესაძლებლობებს და შეიძლება კარგი საშუალება იყოს ალცჰაიმერის წინააღმდეგ.
4. კარგია ძვლებისთვის
მანგანუმი არის მინერალი, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ, მაგრამ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო ჯანმრთელობისთვის. ჟოლო კი არის ამ საკვები ნივთიერების კარგი წყარო, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.
ეს კი საბოლოოდ საჭიროა ჯანსაღი ძვლების, ჰორმონების და შემაერთებელი ქსოვილებისთვის. ერთი ჭიქა ჟოლო უზრუნველყოფს მანგანუმის ყოველდღიური ნორმის 40%-ს. ასე, რომ მირთვით ჟოლო და მისგან დამზადებული საკვები, მაგალითად, ჟოლოს მუსი.
5. იცავს კანს
დადასტურებულია, რომ ჟოლოს ექსტრაქტს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და იცავს კანს UVB დაზიანებისგან. ჟოლოს ჯიშებიდან ამ თვისებით გამოირჩევა წითელი ჟოლო.
ის ასევე კარგია ნაოჭების და ეპიდერმული გასქელების და გაუწყლოების საწინააღმდეგოდ. ამას ახერხებს უჯრედების აპოპტოზური სასიგნალო გზების შეცვლით და ეპიდერმული კერატინოციტების ოქსიდაციური დაზიანების თავიდან აცილებით.
შეჯამება
აქ ჩამოთვლილი ჟოლოს სასარგებლო თვისებები არის ნაწილი იმ სარგებლისა, რისი მოტანაც ამ ხილს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, რეკომენდებულია მისი მიღება ცოცხლად ან სხვადასხვა საკვებში შერევის გზით.