ჟოლოს სასარგებლო თვისებები

იანვარი 10, 2025
წითელი ჟოლოები
სარჩევი

გარდა იმისა, რომ ჟოლო ძალიან გემრიელი ხილია, მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია და სხვადასხვა სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის.

ჟოლოს ჩართვა დიეტაში კი საკმაოდ მარტივია – შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხლად ან ჩართოთ სხვადასხვა საკვებში, იქნება ეს სალათა, დესერტი თუ სხვა რამ.

რა სასარგებლო თვისებები აქვს ჟოლოს

თუ გაინტერესებთ თუ რისთვის არის კარგი ეს ხილი და რა დადებითი მხარე აქვს, წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ჟოლოს სასარგებლო თვისებები.

1. აძლიერებს იმუნიტეტს

ჟოლო და იმუნიტეტი

C ვიტამინი ძირითადად გვხვდება ციტრუსში, თუმცა ჟოლოც შეიცავს ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით. 1 ჭიქა ჟოლო აკმაყოფილებს C ვიტამინის ყოველდღიური ნორმის ნახევარზე მეტს.

ეს საკვები ნივთიერება კი ერთ-ერთი საუკეთესოა იმუნური სისტემისთვის. გარდა ამისა, ის კარგია კანისთვის, ორგანიზმის აღდგენითი ფუნქციისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის.

2. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

ნაწლავების მაკეტი

უჯრედისი არის საუკეთესო საშუალება საჭმლის მონელებისთვის, რომელიც ძირითადად ხილის და ბოსტნეულის კანში და თესლში გვხვდება. ჟოლო კი არის ერთ-ერთი უჯრედისით მდიდარი ხილი.

ერთი ჭიქა ჟოლო შეიცავს დაახლოებით 8 გრამ ბოჭკოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მისი ჩართვა კვების რაციონში დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ხილი თუ გსურთ სწორ კვებაზე გადასვლა.

3. ეხმარება კოგნიტურ ფუნქციას

კოგნიტური ფუნქცია

არსებობს მტკიცებულება, რომ ჟოლო ტვინს ეხმარება იმუშაოს უმაღლეს დონეზე. კვლევაზე დაყრდნობით, ჟოლო დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, ინფორმაციის დამუშავების სისწრაფეზე და ა.შ.

ზოგადად კენკრა და მათ შორის ჟოლოც, შეიცავს ფლავონოიდს, რაც აუმჯობესებს კოგნიტიურ შესაძლებლობებს და შეიძლება კარგი საშუალება იყოს ალცჰაიმერის წინააღმდეგ.

4. კარგია ძვლებისთვის

ქალი ვარჯიშობს

მანგანუმი არის მინერალი, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ, მაგრამ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო ჯანმრთელობისთვის. ჟოლო კი არის ამ საკვები ნივთიერების კარგი წყარო, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.

ეს კი საბოლოოდ საჭიროა ჯანსაღი ძვლების, ჰორმონების და შემაერთებელი ქსოვილებისთვის. ერთი ჭიქა ჟოლო უზრუნველყოფს მანგანუმის ყოველდღიური ნორმის 40%-ს. ასე, რომ მირთვით ჟოლო და მისგან დამზადებული საკვები, მაგალითად, ჟოლოს მუსი.

5. იცავს კანს

ადამიანის ხელი

დადასტურებულია, რომ ჟოლოს ექსტრაქტს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და იცავს კანს UVB დაზიანებისგან. ჟოლოს ჯიშებიდან ამ თვისებით გამოირჩევა წითელი ჟოლო.

ის ასევე კარგია ნაოჭების და ეპიდერმული გასქელების და გაუწყლოების საწინააღმდეგოდ. ამას ახერხებს უჯრედების აპოპტოზური სასიგნალო გზების შეცვლით და ეპიდერმული კერატინოციტების ოქსიდაციური დაზიანების თავიდან აცილებით.

შეჯამება

აქ ჩამოთვლილი ჟოლოს სასარგებლო თვისებები არის ნაწილი იმ სარგებლისა, რისი მოტანაც ამ ხილს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, რეკომენდებულია მისი მიღება ცოცხლად ან სხვადასხვა საკვებში შერევის გზით.

მსგავსი სტატიები

ჯოლო და მოცვი თასში

კენკრა: ბუნების პატარა საოცრება

კენკრა არის ხილის სახეობის ჯგუფი, რომელიც ცნობილია თავისი ცოცხალი ფერებით, ტკბილი არომატით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით.

მოხარშული ბრინჯი

როგორ მოვხარშოთ ბრინჯი

ერთი შეხედვით, ბრინჯის მოხარშვა საკმაოდ მარტივი საქმეა. თუმცა, არსებობს რამდენიმე გზა, რომლის დახმარებითაც მიიღებთ უკეთეს შედეგს,

წითელი და შავი ჟოლო

ჟოლოს ჯიშები და სახეობები

ჟოლო არის უგემრიელესი საზაფხულო ხილი და არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა და ჯიში. მისი გამოყენება ხშირად ხდება

ბანანები

ბანანის სასარგებლო თვისებები

ბანანი არის ხილი, რომელიც მდიდარია ნუტრიენტებით და გააჩნია სხვადასხვა ტიპის დადებითი თვისება. ის შეიცავს ბოჭკოს, კალიუმს