6 ქოლესტერინის დამწევი საკვები

მარტი 1, 2025
თეფშზე მოთავსებული თხილეული
სარჩევი

ქოლესტერინი არის ცხიმოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში და ლიპოპროტეინების მეშვეობით სისხლში გადადის.

ჩვენი ორგანიზმი თავისთავად გამოიმუშავებს საკმარის ქოლესტერინს სისხლში. თუმცა, მრავალ ადამიანს აქვს მისი მაღალი დონე. ეს კი ხელს უწყობს ისეთი გულის დაავადებების რისკს, როგორიცაა ინსულტი.

საბედნიეროდ არსებობს საკვები, რომელიც ქოლესტერინის დონის დაწევაში დაგეხმარებათ.

რომელი საკვებია ქოლესტერინის დამწევი

ამ სტატიაში ჩამოთვლილია ქოლესტერინის დამწევი საკვების სია და სასურველია მათი დამატება თქვენი კვების რაციონში.

1. ავოკადო

შუაზე გაჭრილი ავოკადო

ავოკადო არის მონოუჯერი ცხიმების და ბოჭკოვანი საკვები, რაც ეხმარება LDL ქოლესტერინის დონის დაწევასა და HDL ქოლესტერინის ამაღლებას. კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად მიირთმევდნენ ერთ ავოკადოს, დაქვეითებული ჰქონდათ LDL დონე.

ავოკადო ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. კვირაში ორი ავოკადოს მიღება ამცირებს გულის დაავადებების რისკს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათებში ან მიირთვათ პურზე გადასმული.

2. თხილეული

პატარა ჯამებში მოთავსებული სხვადასხვა სახის თხილეული

თხილეული, როგორიცაა ნიგოზი, ნუში, არაქისი და ფსტა, ეხმარება LDL ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და მთლიანი ქოლესტერინის დონის დაწევას. ნიგოზი ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყაროა, რომლებიც კავშირშია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან, LDL ქოლესტერინის დონის დაქვეითებასა და ანთებითი პროცესების შემცირებასთან.

ანალოგიურად, ნუში არის ფიტოსტეროლების ბუნებრივი წყარო, რომელიც დაგეხმარებათ LDL ქოლესტერინის დონის დაწევაში. ზოგადად თხილეული კალორიულია, ამიტომ მათი მცირე რაოდენობით მიღებაც საკმარისია.

3. შავი შოკოლადი

დატეხილი შავი შოკოლადი

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ შავი შოკოლადი არის ქოლესტერინის დამწევი საკვები. კაკაოსთან ერთად, მას შეუძლია LDL ქოლესტერინის დონის შემცირება. კვლევაში მონაწილე ადამიანებს, რომლებიც დღეში ორჯერ სვამდნენ კაკაოს ერთი თვის განმავლობაში, დაეწიათ სისხლის წნევა და გაეზარდათ HDL ქოლესტერინის დონე.

შავ შოკოლადში არსებული ნივთიერებები, როგორიცაა პოლიფენოლები და რესვერატროლი, შესაძლოა დაეხმაროს ქოლესტერინის დაბალანსებას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ შოკოლადში ხშირად დიდი რაოდენობით არის დამატებული შაქარი, რაც უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ამიტომ, ეცადეთ მიიღოთ შავი შოკოლადი რომელშიც კაკაოს შემცველობაა 75%-ზე მეტია.

4. ნიორი

ნიორი

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აზრი ორად იყოფა, კვლევები ადასტურებს ნივრის დადებით გავლენას ქოლესტერინის დონეზე. ნიორში არსებული ნივთიერება ალიცინი, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მათ შორის LDL ქოლესტერინისთვისაც.

ალიცინის რაოდენობა დამოკიდებულია ნივრის მომზადების წესზე. სხვადასხვა სახის ნივრის პროდუქტები სხვადასხვა დონით ამცირებს ქოლესტერინს. ნიორს შეუძლია LDL და მთლიანი ქოლესტერინის დონის დაქვეითება, თუმცა ამისთვის საჭიროა მისი დიდი რაოდენობით მიღება.

5. ზეითუნის ზეთი

პატარა ჭიქაში ჩასხმული ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი ძალიან სასარგებლოა გულისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ მას შეუძლია HDL ქოლესტერინის დონის გაზრდა, თუმცა დიდი გავლენა არ აქვს LDL და საერთო ქოლესტერინის დონეზე. დღიურად 20 გრამი ზეითუნის ზეთის მიღება ეხმარება HDL-ის დაბალანსებას.

ასევე, ზეითუნის ზეთი შეიძლება გამოიყენოთ სხვა ცხიმების ნაცვლად. გამოიყენეთ ხილისა და ბოსტნეულის შესაწვავად, საკვების დასამარინადებლად ან სალათებში. დამატებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცთანაც. ზოგადად, ზეითუნის ზეთი ამცირებს გულის შეტევის რისკსაც.

6. ვაშლი

მწიფე წითელი ვაშლი

ვაშლი ეფექტური საკვებია ქოლესტერინის შესამცირებლად, ხსნადი ბოჭკოების, განსაკუთრებით პექტინის მაღალი შემცველობის გამო. ვაშლის რეგულარულმა მიღება ხელს უწყობს LDL ქოლესტერინის დონის შემცირებას და მის დაჟანგვას, პროცესი, რომელიც არტერიებში ნადების დაგროვებას იწვევს.

ვაშლის სხვა სასარგებლო თვისებების გარდა, მასში შემავალი ხსნადი უჯრედისი ანელებს ქოლესტერინის შეწოვას, რაც უზრუნველყოფს მის ნაკლებ შეღწევას სისხლში. ქოლესტერინის დაქვეითების ეფექტის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ვაშლი უნდა მიირთვათ კანით, რადგან ის შეიცავს ბოჭკოსა და სასარგებლო ნაერთების დიდ ნაწილს.

შეჯამება

ქოლესტერინის დამწევი საკვები არის შესანიშნავი გზა მათთვის, ვისაც სჭირდება ქოლესტერინის დონის დაბალანსება. სტატიაში ჩამოთვლილი საკვები შეიცავს მონოუჯერ ცხიმებს, ბოჭკოვან ნივთიერებებს, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებს და სხვა. ეს კი ძალიან კარგია ზოგადად გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და ქოლესტერინისთვის.

მსგავსი სტატიები

დარიჩინის სამი ჩხირი

დარიჩინი: არომატული სანელებელი

დარიჩინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური არომატითა და თბილი, ოდნავ ტკბილი გემოთი. ის საუკუნეების

აღდგომის სუფრაზე პასკა და კვერცხი

სააღდგომო სუფრა: საჭმელები და გაფორმება

აღდგომა, როგორც ქრისტიანული მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მრავალი ტრადიცია და რიტუალი არსებობს,

წითელი სააღდგომო კვერცხები

როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი

სააღდგომო კვერცხის შეღებვა შეიძლება თავიდან რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა ის საკმაოდ მარტივ პროცედურას მოითხოვს და შეღებვის რამდენიმე

სამი კივი, ერთი შუაზე გაჭრილი

კივის სასარგებლო თვისებები

კივი არის ძალიან გემრიელი და უნიკალური ხილი, რომელსაც სხვადასხვა სასარგებლო და დადებითი თვისებები გააჩნია. სხვადასხვა კვლევები