D ვიტამინი: მნიშვნელობა და საჭიროებები

ნოემბერი 20, 2024
თევზი და პომიდორი
სარჩევი

D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება სხვადასხვა საკვებში, დანამატებში და მისი მიღება შესაძლებელია ულტრაიისფერი სხივებით.

ამ სტატიაში განვიხილავთ თუ რა როლი აქვს მას, რა არის მისი ოპტიმალური ნორმა და ასევე, რა ხდება ვიტამინი D-ს ნაკლებობის დროს.

რა არის D ვიტმაინი

კვერცხი

ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების, კბილების და იმუნური სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ის ხელს უწყობს ანთების რეგულირებას და ტვინის ჯანმრთელობას.

მისი სხვადასხვა ფორმა არსებობს – D1, D2 და D3. მიუხედავად იმისა, რომ მზე პირველადი წყაროა, D ვიტამინით მდიდარი საკვები, როგორიცაა ცხიმიანი თევზი, რძის პროდუქტები და დანამატები, ასევე კარგი წყაროა.

ეს ვიტამინი ორგანიზმისთვის აუცილებელია და მას სხვადასხვა მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

D ვიტმაინის როლი

D ვიტამინი პასუხისმგებელია კალციუმის შეწოვის ხელშეწყობაზე და სისხლში კალციუმის და ფოსფორის შესაბამისი დონის შენარჩუნებაში. ორივე ეს ნივთიერება აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისა და კბილებისთვის.

ასევე, ეს ვიტამინი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის. მას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ავტოიმუნური დაავადებების რისკის შემცირებაზე.

დამატებით, D ვიტამინს შეუძლია დეპრესიასთან და სკლეროზთან ბრძოლა და კარგია წონის კონტროლისთვის

D ვიტმაინის დეფიციტი

მუხლის ტკივილი d ვიტმაინის დეფიციტი

ადამიანს შეიძლება განუვითარდეთ D ვიტამინის დეფიციტი, როდესაც ორგანიზმი არ იღებს საკმარის რაოდენობას საკვებიდან ან მზის სხივების ზემოქმედება შეზღუდულია.

ამის გამო, თირკმელი ვერ ახერხებს 25(OH)D-ის აქტიურ ფორმაში გადაყვანას, ან D ვიტამინის შეწოვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ვერ ხერხდება.

D ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანების უმრავლესობას სიმპტომები არ აქვს. თუმცა, ქრონიკულმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ოსტეომალაცია, რაც იწვევს ძვლების და სახსრების ტკივილს, კუნთების სისუსტეს ან სპაზმს.

დროთა განმავლობაში, დასუსტებულმა ძვლებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ოსტეოპოროზის განვითარებას და გაზარდოს დაცემის და მოტეხილობების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

D ვიტამინის ნაკლებობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერპარათირეოზი, რაც ხდება მაშინ, როდესაც პარათირეოიდული ჯირკვლები ქმნიან ჰორმონის დისბალანსს, რაც სისხლში კალციუმის დონეს ძალიან ამაღლებს.

D ვიტმაინის ნორმა

D ვიტამინის ნორმა იზომება მიკროგრამებში (მკგ) ან საერთაშორისო ერთეულებში (IU). ერთი მკგ უდრის 40IU-ს.

ქვემოთ მოცემულია ცხრილი, თუ რა არის ვიტამინი D-ს ყოველდღიური ნორმა”

ასაკი/მდგომარეობაყოველდღიური ნორმა
0-12 თვე400 IU (10 მკგ)
1-18 წელი600 IU (15 მკგ)
18-70 წელი600 IU (15 მკგ)
70+ წელი800 IU (20 მკგ)
ორსული/მეძუძრი დედა600 IU (15 მკგ)

შეჯამება

ორგანიზმი D ვიტამინს გამოიმუშავებს მზის ზემოქმედებით, საკვები დანამატებით და გარკვეული პროდუქტის მეშვეობით. ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების, კბილების და იმუნური სისტემის ჯანმრთელობაში.

მსგავსი სტატიები

ბროკოლი

ბროკოლის სასარგებლო თვისებები

ბროკოლი არის ძალიან სასარგებლო ბოსტნეული, რომელიც მიეკუთვნება კომბოსტოსებრნის ოჯახს და მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს კულინარიაში. გარდა

იტალიური სუფრა

იტალიური სამზარეულო: არომატების სინთეზი

იტალიური სამზარეულო გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საკვები - ეს არის იტალიის კულტურის, ისტორიისა და ცხოვრების წესის

დარიჩინის სამი ჩხირი

დარიჩინი: არომატული სანელებელი

დარიჩინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური არომატითა და თბილი, ოდნავ ტკბილი გემოთი. ის საუკუნეების

აღდგომის სუფრაზე პასკა და კვერცხი

სააღდგომო სუფრა: საჭმელები და გაფორმება

აღდგომა, როგორც ქრისტიანული მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მრავალი ტრადიცია და რიტუალი არსებობს,