ნამცხვრები

ამერიკული ნამცხვრის რეცეპტი

ამერიკული ნამცხვრის უმარტივესი რეცეპტი ზუსტი ინგრედიენტებით და მარტივი ინსტრუქციით. მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას მოუხდება.

ამერიკული ნამცხვარი

მომზადების წესი

  1. გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე და საცხობის ფურცელზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  2. საშუალო ზომის თასში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და მარილი.
  3. კარგად ათქვიფეთ კარაქი და შაქარი და ცალკე ათქვიფეთ კვერცხები და ვანილი დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში.
  4. ათქვეფილ მასას შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები, მოურიეთ კარგად შერევისთვის და ბოლოს, დაამატეთ შოკოლადის ნატეხები და კიდევ მოურიეთ.
  5. მიღებული მასისგან გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთულები და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, ერთმანეთისგან მოშორებით. მთავარია გაშლის დროს ერთმანეთს არ შეერიოს.
  6. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. გამოცხობის შემდეგ გააჩერეთ საცხობ ფირფიტაზე 5 წუთით, რის შემდეგაც შეგიძლიათ მიირთვათ.