ნამცხვრებინამცხვრები
იდეალის რეცეპტი
საოცრად გემრიელი იდეალის რეცეპტი, ნამცხვარი რბილი ფაქტურით, რომელიც არის უტკბესი და დაამშვენებს ნებისმიერი ტიპის სუფრას.

მომზადების წესი
- პირველ რიგში, ცომის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ სოდა და ძმარი, თაფლი, ნახევარი ჭიქა ნიგოზი და აურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი. იდეალის ცომი არ უნდა იყოს ზედმეტად სქელი, მაგრამ არ უნდა გეწებებოდეთ ხელზე.
- გააბრტყელეთ ცომი, შეგიძლიათ გაუკეთოთ წვრილი ნახვრეტები და გამოაცხვეთ ფირფიტები.
- რაც შეეხება კრემს, მის მოსამზადებლად მოხარშული შედედებული რძე ათქვიფეთ ვანილთან და კარაქთან ერთად, წაუსვით გამომცხვარ ფენებს და დაადეთ ერთმანეთზე.
- იდეალი მზად არის და ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ნიგოზი, შოკოლადის ნატეხები ან კაკაო.


