ნამცხვრებინამცხვრები
ქადის რეცეპტი
ყველასთვის საყვარელი ქადის რეცეპტი, უგემრიელესი ნამცხვარი რომელიც საკმაოდ მარტივად მზადდება და უხდება ნებისმიერი ტიპის სუფრას.

მომზადების წესი
- თასში მოათავსეთ ოდნავ დარბილებული, 500 გრ მარგარინი, 2 ჭიქა ფქვილი მოზილეთ. შემდეგ დაამატეთ სოდა, ძმარი, ერთი კვერცხი, მაწონი და კარგად მოზილეთ.
- კარგად შერევის შემდეგ, დაამატეთ ცოტა ფქვილი და მოზილეთ ცომი. შემდეგ რამდენჯერმე გააბრტყელეთ, გადაახვიეთ და მოზილეთ.
- შიგთავსის მოსამზადებლად 2 ჭიქა ფქვილი, შაქარი, დარჩენილი მარგარინი და ვანილი მოათავსეთ ტაფაზე, ძალიან დაბალ ცეცხლზე და ურიეთ სანამ მარგარინი ბოლომდე არ გადნება.
- მომზადებული ცომი გააბრტყელეთ, ზემოდან დაადეთ შიგთავსი, გადაახვიეთ რულეტის სტილში და სასურველია ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მოაყაროთ შაქარი.
- ქადა გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 170-180 გრადუსზე, სანამ მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობას არ მიიღებს.


