ნამცხვრებინამცხვრები
შოკოლადის რულეტის რეცეპტი
შოკოლადის რულეტის რეცეპტი, რომლის დახმარებით შეძლებთ მოამზადოთ ტკბილი და ფუმფულა ნამცხვარი კრემიანი შიგთავსით.

მომზადების წესი
- გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოათავსეთ საცხობი პერგამენტი.
- კვერცხის ცილა, ლიმონის წვენი და ცოტა მარილი ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ 1 ს/კ შაქარი და ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი შაქარი თითო-თითო კოვზით (მოიტოვეთ 30 გრ), სანამ მასა არ გახდება სქელი.
- დაუმატეთ კაკაო და სიმინდის სახამებელი. მიღებული მასა მოათავსეთ ფორმებში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. გასაციებლად დატოვეთ ფორმაში.
- შიგთავსის მოსამზადებლად შოკოლადი და ნაღები მოათავსეთ ცეცხლგამძლე თასში, ჩადეთ მდუღარე წყალში და ურიეთ სანამ არ გადნება. გადმოდგით და დატოვეთ ოთახის ტემპერატურამდე. კრემის შიგთავსისთვის, ათქვიფეთ ნაღები და 30 გრ შაქარი.
- ამოიღეთ ფორმიდან და მოაცილეთ პერგამენტი. გაჭერით ხაზი, კიდიდან 2 სმ დაშორებით. წაუსვით შოკოლადის შიგთავსი და კრემი, შემდეგ მოასხით კარამელის სოუსის უმეტესი ნაწილი. მოაყარეთ ზღვის მარილი და და შიგთავსი კარგად გადაანაწილეთ დანით.
- ამის შემდეგ, გადაახვიეთ და შოკოლადის რულეტი მზად არის. შეგიძლიათ მოასხათ დარჩენილი კარამელის სოუსი.


