ნამცხვრებინამცხვრები
სამარხვო კექსის რეცეპტი
ფაფუკი სამარხვო კექსის რეცეპტი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ კაკაო, ფორთოხლის ან სხვა ხილის წვენი და სულ რამდენიმე დამატებითი ინგრედიენტი.

მომზადების წესი
- საშუალო ზომის თასში ერთმანეთში კარგად აურიეთ ზეთი და შაქარი, შემდეგ დაამატეთ ფორთოხლის წვენი, სოდა და კიდევ ერთხელ აურიეთ.
- ძმარი აურიეთ დაახლოებით ნახევარ ჭიქა წყალში და ჩაასხით თასში არსებულ მასას და მოურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
- ბოლოს კი დაუმატეთ კაკაო და ფქვილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა მოათავსეთ სასურველ საცხობ ფორმაში.
- ღუმელი გააცხელეთ 170-175 გრადუსზე, შედგით სამარხვო კექსი და გამოაცხვეთ ერთი საათის განმავლობაში. ყურადღებით იყავით, რომ არ დაიწვას.
- გამოცხობის შემდეგ კი, შეგიძლიათ მორთოთ ხილით, თხილეულით, ქიშმიშით ან მოასხათ სასურველი სიროფი ან მინანქარი.


