ბანანის ნამცხვრის რეცეპტი

უგემრიელესი ბანანის ნამცხვრის რეცეპტი მარტივი ინსტრუქციით და ინგრედიენტებით დაგეხმარებათ სახლში მოამზადოთ ეს ნამცხვარი.

ნამცხვრები
ბანანის ნამცხვარი

მომზადების წესი

1

ღუმელი 135 გრადუსზე გააცხელეთ და საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ფქვილი. თასში შეურიეთ დაჭყლეტილი ბანანი და ლიმონის წვენი.

2

საშუალო ზომის თასში აურიეთ ფქვილი, სოდა და მარილი. ათქვიფეთ შაქარი და 3/4 ჭიქა კარაქი ცალკე თასში, 3-4 წუთის განმავლობაში.

3

ათქვიფეთ კვერცხები სათითაოდ და შეურიეთ 2 ს/კ ვანილი. ფქვილის და კარაქის ნარევი დაამატეთ ბანანის მასას. მიღებული ცომი მოათავსეთ საცხობ ფორმებში.

4

გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი. გამოცხობის შემდეგ შედგით საყინულეში 45 წუთით, დასატენიანებლად.

5

კრემის მოსამზადებლად დარჩენილი კარაქი და კრემის ყველი ათქვიფეთ, დაამატეთ დარჩენილი ვანილი, საკონდიტრო შაქარი და ათქვიფეთ გლუვი მასის მისაღებად.

6

გამოიღეთ ბანანის ნამცხვარი მაცივრიდან, 5-10 წუთით გააჩერეთ და წაუსვით კრემი.

დრო2 სთ 15 წთ
პორცია18
კალორია450
ინგრედიენტები
  • 1 ½ ჭიქა ბანანი
  • 2 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 3 ჭიქა უნივერსალური ფქვილი
  • 1 ½ ჩ/კ საცხობი სოდა
  • ¼ ჩ/კ მარილი
  • 2⅛ ჭიქა შაქარი
  • 3 ½ ჭიქა საკონდიტრო შაქარი
  • 1 1/4 ჭიქა კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 3 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ½ ჭიქა ნაღები
  • 220 გრ ნაღების ყველი