ნამცხვრებინამცხვრები
კაკაოს ნამცხვრის რეცეპტი
სახლში მომზადებული კაკაოს ნამცხვრის რეცეპტი, ფაფუკი და ნოტიო ნამცხვარი შოკოლადის არომატით ჩაისთან და ყავასთან მისაყოლებლად.

მომზადების წესი
- გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე და საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.
- თასში აურიეთ შაქარი, ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი. დაუმატეთ კვერცხი, რძე, ზეთი და ვანილი. მიქსერით ურიეთ 2 წუთის განმავლობაში, საშუალო სიჩქარით.
- შეურიეთ მდუღარე წყალი და მოურიეთ რომ ძალიან თხელი არ იყოს. ბოლოს კი ჩაასხით საცხობ ფორმებში.
- გამოაცხვეთ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ და კაკაოს ნამცხვარი დატოვეთ ფორმებში 10 წუთით. ბოლოს ამოიღეთ და გააგრილეთ ბოლომდე.


