ბეკონის სენდვიჩის რეცეპტი

მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ბეკონის სენდვიჩის რეცეპტი, რომელიც არის საკმაოდ ნოყიერი და შეგიძლიათ მიირთვათ მდოგვთან ან სხვა სოუსთან ერთად.

სენდვიჩები
სენდვიჩი ბეკონით

მომზადების წესი

1

ტაფა გააცხელეთ მაღალ ცეცხლზე და შეწვით ბეკონის ნაჭრები ორივე მხრიდან, 2-3 წუთის განმავლობაში.

2

პურის თითო ნაჭერს ერთი მხრიდან წაუსვით კარაქი და შუაში მოათავსეთ შემწვარი ბეკონი.

3

დააბრუნეთ ტაფაში და თითო მხარე შეწვით 2 წუთის განმავლობაში, რომ შეიბრაწოს და ბეკონის ცხიმი შეიწოვოს პურმა.

4

ბეკონის სენდვიჩი მიირთვით მდოგვთან ერთად.

დრო15 წთ
პორცია1
კალორია800
ინგრედიენტები
  • 5 ნაჭერი ბეკონი
  • 2 ნაჭერი სენდვიჩის პური
  • 1 ჩ/კ კარაქი
  • 1 ჩ/კ ტკბილი მდოგვი