სალათები

ბერძნული სალათის რეცეპტი

ტრადიციული ბერძნული სალათა, რომელიც მზადდება ახალი ბოსტნეულისგან და ზეითუნის ზეთზე დამზადებული დრესინგისგან. ქვემოთ მოცემული ბერძნული სალათის რეცეპტი გთავაზობთ მარტივ მომზადების წესს და ინგრედიენტების ჩამონათვალს.

ბერძნული სალათა ჯამში

მომზადების წესი

  1. პირველ რიგში, საჭიროა გაამზადოთ ინგრედიენტები. კიტრი და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად, ხახვი და ნიორი წვრილად, პომიდორი და ზეთისხილი კი გაჭერით შუაზე.
  2. ფეტა ყველი შეგიძლიათ დაჭრათ ან დატეხოთ, ხოლო მთლიანი ლიმონი ჩაწურეთ ჭიქაში. შემდეგ კი კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ზეთისხილი და ყველი მოათავსეთ დიდ ჯამში.
  3. ცალკე პატარა თასში დაამატეთ ძმარი, ლიმონის წვენი, მდოგვი, ნიორი, ორეგანო, მარილი და პილპილი. ნელ-ნელა დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და აურიეთ, რადგან მიიღოთ ემულსირებული მასა.
  4. მიღებული დრესინგი მოასხით დიდ ჯამში მოთავსებულ ინგრედიენტებს და აურიეთ კარგად. ბოლოს კი მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.