ბრაუნის რეცეპტი

ბრაუნი არის გემრიელი, რბილი და კრემისებრი დესერტი, რომლის მომზადებაც საკმაოდ მარტივია. წარმოდგენილი ბრაუნის რეცეპტი გთავაზობთ იდეალურ ინსტრუქციას მის მოსამზადებლად.

ნამცხვრები
შოკოლადის ბრაუნი თეფშზე

მომზადების წესი

1

გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე. საცხობ ფორმას შეასხურეთ არაწებოვანი სპრეი, გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და კვლავ შეასხურეთ. ეს გააადვილებს გამოცხობის შემდეგ ბრაუნის ამოღებას.

2

დიდ თასში ათქვიფეთ გამდნარი კარაქი, თეთრი და ყავისფერი შაქარი. ათქვიფეთ სანამ შაქარი არ გაიხსნება. დაუმატეთ კვერცხები და ვანილის ექსტრაქტი, სანამ არ გახდება გლუვი და ერთგვაროვანი.

3

ფქვილი და კაკაო გაცერით, დაუმატეთ მარილი და ესპრესო ფხვნილი და ურიეთ სანამ კარგად არ შეერევა ერთმანეთს. მოაყარეთ 1 ჭიქა დაჭრილი შოკოლადი. შემდეგ კი თანაბრად გადაანაწილეთ მომზადებულ საცხობ ფირფიტაზე და ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი შოკოლადი.

4

შედგით საცხობი ფირფიტა ღუმელში, შუა თაროზე და დაელოდეთ 25-30 წუთი. ბოლოს კი, გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ სანამ კვადრატებად დაჭრით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი ზღვის მარილი.

დრო40წთ
პორცია24
კალორია225
ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1 ჭიქა თეთრი შაქარი
  • 1 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჭიქა უნივერსალური ფქვილი
  • 1 ჭიქა უშაქრო კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ/კ ესპრესო ფხვნილი
  • 1 ჩ/კ კოშერის მარილი
  • 1 ¼ ჭიქა დაჭრილი შოკოლადი