ცეზარის რეცეპტი

მსუბუქი და გემრიელი ცეზარის რეცეპტი, სალათა რომლის მომზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში მარტივად და სწრაფად.

სალათები
ცეზარის სალათა

მომზადების წესი

1

პატარა თასში მოათავსეთ და აურიეთ 3 კბილი დაჭრილი ნიორი, ვორჩესტერის სოუსი, მაიონეზი, 2 ს/კ გახეხილი ყველი პარმეზანი, ანჩოუსები, ლიმონის წვენი და მდოგვი. გემოვნებით მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი და შედგით მაცივარში.

2

გააცხელეთ ზეთი ტაფაზე საშუალო ცეცხლზე. დარჩენილი ნიორი დაჭერით ოთხად და დაამატეთ ტაფაში. მოშუშეთ სანამ ყავისფერი არ გახდება და შემდეგ ამოიღეთ.

3

პურის კუბიკები შებრაწეთ იგივე, არომატიზებულ ზეთში, გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ მარილი და პილპილი.

4

სალათის ფოთლები მოათავსეთ თასში და დაამატეთ მომზადებული დრესინგი, დარჩენილი პარმეზანი და შებრაწული პურის კუბიკები.

დრო35 წთ
პორცია6
კალორია380
ინგრედიენტები
  • 6 კბილი ნიორი
  • 3/4 ჭიქა მაიონეზი
  • 6 ს/კ პარმეზანი
  • 5 ანჩოუსის ფილე
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი
  • 1 ს/კ ვორჩესტერის სოუსი
  • 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 4 ჭიქა სუხარი
  • 1 თავი სალათის ფოთოლი
  • მარილი და შავი პილპილი