ჭარხლის სალათის რეცეპტი
ეს არის უმარტივესი ჭარხლის სალათის რეცეპტი. თქვენ დაგჭირდებათ ნიორი, მწვანილები, წითელი ღვინის ძმარი და ზეითუნის ზეთით.
მომზადების წესი
1
პატარა ქვაბში ჩაყარეთ მთლიანი ჭარხალი, დაამატეთ წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ჭარხალი ოდნავ არ დარბილდება. შემდეგ გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში გასაციებლად.
2
გაციების შემდეგ მოაცილეთ კანი და დაჭერით პატარა კუბიკებად. ჭარხლის ფოთლები გარეცხეთ და გაწურეთ.
3
პატარა თასში აურიეთ ზეითუნის ზეთი, წითელი ღვინის ძმარი, ნიორი და მარილი. დაამატეთ დაჭრილი ჭარხალი, ოხრახუში, კამა და პიტნა.
4
ბოლოს დააჭერით ჭარხლის ფოთლები, კარგად აურიეთ და ჭარხლის სალათა შედგით მაცივარში 2 საათით. მირთმევამდე მოაყარეთ ფეტა ყველი.
დრო1სთ 30წთ
პორცია4
კალორია830
ინგრედიენტები
- 400 გრ ჭარხალი
- 1 მუჭა ჭარხლის ფოთოლი
- 1 კბილი ნიორი
- 1 ჩ/კ დაფქული კამა
- 1 ჩ/კ დაფქული ოხრახუში
- ½ ჩ/კ დაფქული პიტნა
- 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 3 ს/კ წითელი ღვინის ძმარი
- ½ ჩ/კ ზღვის მარილი
- 60 გრ ფეტა ყველი