სალათებისალათები
ჭარხლის სალათის რეცეპტი
ეს არის უმარტივესი ჭარხლის სალათის რეცეპტი. თქვენ დაგჭირდებათ ნიორი, მწვანილები, წითელი ღვინის ძმარი და ზეითუნის ზეთით.

მომზადების წესი
- პატარა ქვაბში ჩაყარეთ მთლიანი ჭარხალი, დაამატეთ წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ჭარხალი ოდნავ არ დარბილდება. შემდეგ გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში გასაციებლად.
- გაციების შემდეგ მოაცილეთ კანი და დაჭერით პატარა კუბიკებად. ჭარხლის ფოთლები გარეცხეთ და გაწურეთ.
- პატარა თასში აურიეთ ზეითუნის ზეთი, წითელი ღვინის ძმარი, ნიორი და მარილი. დაამატეთ დაჭრილი ჭარხალი, ოხრახუში, კამა და პიტნა.
- ბოლოს დააჭერით ჭარხლის ფოთლები, კარგად აურიეთ და ჭარხლის სალათა შედგით მაცივარში 2 საათით. მირთმევამდე მოაყარეთ ფეტა ყველი.


