წვნიანიწვნიანი
ჩიხირთმის რეცეპტი
უგემრიელესი და არომატული ჩიხირთმის რეცეპტი, რომლის მომზადება საკმაოდ მარტივია და მოითხოვს საკმაოდ ცოტა დროს და ინგრედიენტს.

მომზადების წესი
- ქათამი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ. დასრულების შემდეგ ქათამი ამოიღეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და გააგრძელეთ ქათმის ბულიონის ხარშვა დაბალ ცეცხლზე.
- ამასობაში დაჭერით ხახვი წვრილად, დაასხით ბულიონის ცხიმიანი ნაწილი, დაამატეთ მარილი და მოშუშეთ ტაფაში რამდენიმე წუთი. ბოლოს კი დაამატეთ ბულიონს.
- ფქვილი გააზავეთ ცივ წყალში და მდუღარე ბულიონს დაამატეთ. თან გამუდმებით მოურიეთ. კვერცხი ათქვიფეთ და თან დაამატეთ ძმარი. მიღებული მასა ჩაასხით ბულიონში და ურიეთ.
- სურვილისამებრ, ბულიონს დაამატეთ მარილი, მოათავსეთ ქათმის დაჭრილი ნაჭრები, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ჩიხირთმა მზადაა.


