წვნიანიწვნიანი
სოკოს სუპის რეცეპტი
მარტივად მოსამზადებელი სოკოს სუპის რეცეპტი, რომელიც არის არომატებით სავსე და ბოსტნეულით მდიდარი, ჯანსაღი წვნიანი. სასურველია მიირთვათ თბილ პურთან ერთად.

მომზადების წესი
- სოკოს სუპის მოსამზადებლად დაჭერით სტაფილო, ხახვი, ნიახური, სოკო და ბეგქონდარა.
- კარაქი გაადნეთ ქვაბში, საშუალო ცეცხლზე და დაუმატეთ დაჭრილი ინგრედიენტები, სოკოს და ბეგქონდარას გარდა. ხარშეთ და ურიეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ისე, რომ ბოსტნეული არ დაიბრაწოს.
- დაამატეთ სოკო და ბეგქონდარა და ხარშეთ დაახლოებით 5 წუთი. ქვაბში ჩაასხით ქათმის ბულიონი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ბოლოს, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
- მომზადებული სოკოს სუპი გადაიტანეთ ღრმა თეფშებში და მირთმევამდე შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანე ხახვი.


