წვნიანიწვნიანი
სატაცურის სუპის რეცეპტი
სატაცურის სუპის რეცეპტი, მწვანე და ძალიან გემრიელი ბოსტნეულის წვნიანი რომელიც მზადდება სწრაფად და დაგჭირდებათ რამდენიმე ინგრედიენტი.

მომზადების წესი
- ქვაბში გაათბეთ კარაქი და ზეთი აქაფებამდე და შეწვით სატაცურის წვერები დასარბილებლად, რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ და გადადეთ გვერდზე.
- ქვაბში დაამატეთ დაჭრილი ხახვი , სატაცურის ღეროები, დაჭყლეტილი ნიორი და მოხარშეთ 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.
- დაამატეთ ისპანახი და ბოსტნეულის ბულიონი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ბოლოს ათქვიფეთ ხელის ბლენდერით.
- სატაცურის სუპი ჩაასხით ჯამებში, დაამატეთ მცენარეული და ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ სატაცურის შემწვარი წვერები და მიირთვით პურთან ერთად.


