წვნიანი

მაწვნის სუპის რეცეპტი

მარტივი მაწვნის სუპის რეცეპტი, რომელიც არა მარტო არომატული და გემრიელია, არამედ სასარგებლო და საკმაოდ ადვილად მოსამზადებელი.

მაწვნის სუპი

მომზადების წესი

  1. ქვაბი გააცხელეთ და წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქთან ერთად. დასრულების შემდეგ დაამატეთ ცოტა წყალი, ბრინჯი და მოხარშეთ.
  2. მას შემდეგ რაც ბრინჯი მზად იქნება, დაამატეთ წყალში გახსნილი მაწონი და გამუდმებით ურიეთ, მაწვნის აჭრისგან თავის ასარიდებლად.
  3. სანამ მაწვნის სუპი მზადდება, ათქვიფეთ კვერცხი და წამოდუღების შემდეგ დაამატეთ ქვაბში და განაგრძეთ მორევა.
  4. კვერცხის მოხარშვის შემდეგ, დაამატეთ მარილი და კამა გემოვნებით. ეს წვნიანი შეგიძლიათ მიირთვათ მაწვნის დიეტის დროს.