წვნიანი

საცივის რეცეპტი

უნიკალური და ტრადიციული საცივის რეცეპტი, რომელიც არის საახალწლო სუფრის განუყოფელი და უგემრიელესი ნაწილი.

საცივი

მომზადების წესი

  1. ქათმის მკერდი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოაყარეთ 1 ს/კ მარილი. მიიყვანეთ ადუღებამდე, გამორთეთ ცეცხლი და დააყოვნეთ 10 წუთი. შემდეგ ამოიღეთ ხორცი და გადადეთ ცალკე.
  2. ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და შემდეგ დაამატეთ და აურიეთ გახეხილი ნიორი, უცხო სუნელი, დარიჩინი და წიწაკა.
  3. ამასობაში, საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ ხახვი ზეთში. შემდეგ დაამატეთ ნიგვზის ნაზავი და გააგრძელეთ პროცესი 1 წუთამდე.
  4. ბოლოს ჩაამატეთ ბულიონი, აურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ სანამ ოდნავ შესქელდება, 5-10 წუთი.
  5. დაჭრილი ქათმის ხორცი დაამატეთ ტაფაში ისე, რომ დაიფაროს სოუსში და გამორთეთ ცეცხლი.
  6. მაცივარში შენახვამდე უმჯობესია საცივი ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე დატოვოთ. მიირთვით ცივი.