წვნიანიწვნიანი
სოკოს კრემ სუპის რეცეპტი
ეს არის სოკოს კრემ სუპის რეცეპტი, რისი საშუალებითაც შეძლებთ მოამზადოთ უგემრიელესი წვნიანი ნაზი ტექსტურით. თქვენ დაგჭირდებათ სოკო, კრემი და რამდენიმე დამატებითი ინგრედიენტი.

მომზადების წესი
- დიდ ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ხახვი და ნიორი და მოთუშეთ დარბილებამდე, მაგრამ არ უნდა დაიბრაწოს. დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში.
- დაუმატეთ სოკო და ადუღეთ მაღალ ცეცხლზე კიდევ 3 წუთი, სანამ არ დარბილდება. მოაყარეთ ფქვილი და აურიეთ, რომ ინგრედიენტები კარგად შეერიოს ერთმანეთს.
- შემდეგ, ჩაასხით ქათმის ბულიონი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ადუღეთ კიდევ 10 წუთი.
- ამის შემდეგ, მოაცილეთ დაფნის ფოთოლი, სოკოს მიქსი გადმოდგით ცეცხლიდან და ხელის ბლენდერით მოურიეთ, სანამ არ გახდება გლუვი.
- ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ კრემი და ნაზად მოურიეთ 1-2 წუთის განმავლობაში. მირთმევამდე შეგიძლიათ მოაყაროთ ოხრახუში.სურვილისამებრ მოაყარეთ ოხრახუში და მიირთვით.


