წვნიანიწვნიანი
ხარჩოს რეცეპტი
არომატული ხარჩოს რეცეპტი, რომელიც ნიგვზის, სუნელების და საქონლის ხორცის შესანიშნავ კომბინაციას წარმოადგენს და საკმაოდ მარტივად მოსამზადებელია.

მომზადების წესი
- სანამ ხარჩოს მომზადებას დაიწყებთ, ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ორჯერ. ხახვი დაჭერით წვრილად, პომიდორი დამდუღრეთ, მოაცალეთ კანი, თესლი და ათქვიფეთ ბლენდერით.
- ხორცი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში ცოტა წყალთან ერთად და მოშუშეთ. დაუმატეთ კარაქი, ხახვი და განაგრძეთ მომზადება 20-25 წუთით. ბოლოს დაუმატეთ პომიდორი.
- ამის შემდეგ, დაამატეთ მცირე რაოდენობით მდუღარე წყალი და განაგრძეთ ნელ ცეცხლზე. ამასობაში, გატარებულ ნიგოზს შეურიეთ სუნელები, წიწაკა, მარილი, ფქვილი, წყალი და აურიეთ.
- ეს ნიგვზიანი მასა ათქვიფეთ ბლენდერში და მოხარშულ ხორცს დაუმატეთ ქვაბში. წამოდუღების შემდეგ, დაუმატეთ წიწაკა, ნიორი, მარილი და ისევ წამოადუღეთ.
- ხარჩო მირთმევამდე შეგიძლიათ მორთოთ ცოცხალი მწვანილით, ბროწეულით და სხვა სასურველი ინგრედიენტით.


