წვნიანიწვნიანი
ოსტრის რეცეპტი
სურნელოვანი ოსტრის რეცეპტი, რომელიც გამოირჩევა რბილი ხორცით, სანელებლების არომატით და სიცხარით, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

მომზადების წესი
- კუბიკებად დაჭრილი ხორცი ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ დაფნა და დაასხით 180-200 მლ წყალი. ხარშეთ 2 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ბოლოს, გადაწურეთ და ნახარში შეინახეთ.
- ხორციან ქვაბში ჩააგდეთ კარაქი, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, აურიეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ რამდენიმე წუთი.
- შემდეგ დაამატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდვრები, მოურიეთ და ხარშეთ დაახლოებით 5 წუთი.
- დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ხმელი ქინძი, ტომატის პასტა, წიწაკა და კარგად აურიეთ.
- ბოლოს ჩაასხით ხორცის ნახარში, მოურიეთ და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
- ამის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და მოურიეთ. ოსტრი ხარშეთ კიდევ 5 წუთი, დაბალ ცეცხლზე. მიირთვით ცხელი.


