წვნიანი

გასპაჩოს რეცეპტი

გასპაჩოს რეცეპტი დაგეხმარებათ მოამზადოთ უგემრიელესი ესპანური წვნიანი. სასარგებლო და ზაფხულში გასაგრილებელი საშუალება, რომლის მირთმევა ჭიქითაც შეგიძლიათ.

გასპაჩოს სუპი

მომზადების წესი

  1. პომიდორი გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გული, კიტრი გათალეთ და ამოჭერით თესლები, ბულგარული წიწაკა გაჭერით შუაზე და მოაცილეთ თესლები. აიღეთ ერთი ნაჭერი პური და მოაცილეთ ქერქი.
  2. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ 1 წუთის განმავლობაში. თუ უფრო თხელი მასის მიღება გსურთ, შეგიძლიათ კიდევ ნახევარი წუთი ამუშაოთ ბლენდერი.
  3. დააგემოვნეთ მიღებული მასა და გემოვნებით დაამატეთ მარილი, პილპილი ან ძირა. ამის შემდეგ, ჩაასხით თასში, დალუქეთ და მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათის განმავლობაში.
  4. გასპაჩო მიირთვით ცივი და შეგიძლიათ დაამატოთ ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა მწვანილი, ბოსტნეული და არაჟანი. ასევე, შეგიძლიათ შეურიოთ ხამონი .