წვნიანი

გუფთის რეცეპტი

არომატული და ნოყიერი გუფთის რეცეპტი, რომელიც იდეალური წვნიანი კერძია ოჯახური სადილისთვის და სტუმრების გასამასპინძლებლად.

გუფთა

მომზადების წესი

  1. მზა ფარშს დაუმატეთ 100 გრ ნახევრად მოხარშული ბრინჯი, გატარებული ხახვი, ქინძი, წიწაკა, უცხო სუნელი, მარილი გემოვნებით და კვერცხი. კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა ბურთულები.
  2. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით 2 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ ხორცის ბურთულები და დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და დარჩენილი ბრინჯი.
  3. ტაფაში მოშუშეთ ხახვი, სტაფილო, უცხო სუნელი და პილპილი. რამდენიმე წუთის შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაუმატეთ გუფთას.
  4. გუფთა კიდევ ერთხელ წამოადუღეთ, ჩააჭერით ქინძი, რეჰანი და მარილით გემოვნებით.