წვნიანიწვნიანი
ოსპის სუპის რეცეპტი
ოსპის სუპის რეცეპტი, რომლის დახმარებითაც მარტივად მოამზადებთ ამ უგემრიელეს წვნიანს. ეს არის სასარგებლო და ჯანსაღი საკვები ოჯახის ყველა წევრისათვის.

მომზადების წესი
- გააცხელეთ ზეთი დიდ ქვაბში საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ნიორი, ხახვი და ხარშეთ 2 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ნიახური, სტაფილო და მოხარშეთ 7-10 წუთის განმავლობაში, ან სანამ არ დარბილდება.
- დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, ლიმონის წვენის და მარილის გარდა და გააგრძელეთ მორევა.
- მოუმატეთ ცეცხლს და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოაცილეთ ზედაპირზე არსებული ქაფი, დააფარეთ თავსახური, შეამცირეთ ცეცხლი და ადუღეთ 35-40 წუთის განმავლობაში, ოსპის დარბილებამდე. ამოიღეთ დაფნის ფოთლები.
- თუ გათხელება გსურთ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალი და მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
- თეფშზე გადაღების შემდეგ მოასხით ცოტა ლიმონის წვენი და შეგიძლიათ მოაყაროთ ოხრახუში. სასურველია მიირთვათ თბილ, კარაქიან პურთან ერთად.


