კრეპის რეცეპტი

ეს მარტივი კრეპის რეცეპტი დაგეხმარებათ სულ რამდენიმე წუთში მოამზადოთ უგემრიელესი დესერტი, რომელიც მზადდება ჩვეულებრივი ინგრედიენტებისგან.

დესერტები
ფრანგული კრეპი მაყვალთან ერთად

მომზადების წესი

1

დიდ თასში ათქვიფეთ კვერცხი, რძე, წყალი და მარილი. დაუმატეთ ფქვილი და კარაქი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მისაღებად.

2

გააცხელეთ ოდნავ ზეთიანი ტაფა საშუალო ცეცხლზე. დაასხით ათქვეფილი მასა ტაფაზე, დაახლოებით 1/4 ჭიქა თითოეული კრეპისთვის. ეცადეთ, რომ ცომი მთლიან ზედაპირზე გადანაწილდეს.

3

როდესაც ცომის ზედა მხარე გაშრება და ქვედა მიიღებს მოყავისფრო ფერს, გადააბრუნეთ სანამ მეორე მხარეც არ დაიბრაწება. თითო გვერდს სჭირდება 1-2 წუთი.

4

კრეპი სასურველია მირთვათ ტოპინგთან ერთად – ტკბილი სიროფი, კრემი, გამდნარი შოკოლადი, თაფლი, მარწყვი, მაყვალი და სხვა.

დრო30წთ
პორცია8
კალორია216
ინგრედიენტები
  • 2 დიდი კვერცხი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 1/4 ჩ/კ მარილი
  • 1 ჭიქა უნივერსალური ფქვილი
  • 2 ს/კ კარაქი, გამდნარი