ყვავილოვანი კომბოსტოს სალათის რეცეპტი
უმარტივესად მოსამზადებელი ყვავილოვანი კომბოსტოს სალათის რეცეპტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ჯანსაღ საკვებს შორის.
მომზადების წესი
1
ყვავილოვანი კომბოსტო მოათავსეთ დიდ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ, ოდნავ გააგრილეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
2
დაჭერით მოხარშული კვერცხი, ხახვი და კიტრის მწნილი. დიდ თასში ათქვიფეთ მაიონეზი, მდოგვი, მარილი და პილპილი. დაამატეთ ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი ინგრედიენტები და მოურიეთ.
3
კარგად დახუფეთ თასი და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით. რაც უფრო დიდხანს გააციებთ, სალათას უკეთესი არომატი ექნება.
დრო2სთ 35წთ
პორცია6
კალორია290
ინგრედიენტები
- 1 ყვავილოვანი კომბოსტო
- ¾ ჭიქა მაიონეზი
- 1 ს/კ მდოგვი
- 1 ჩ/კ მარილი
- 3 მოხარშული კვერცხი
- 1 ხახვი
- ¾ ჭიქა მწვანე ბარდა
- ¼ ჭიქა კიტრის მწნილი
- შავი პილპილი გემოვნებით