მწვანე ლობიო ნიგვზით

მწვანე ლობიო ნიგვზით, რეცეპტი რომლის დახმარებითაც შეძლებთ მოამზადოთ არომატული და გემრიელი კერძი მთელი ოჯახისთვის.

კერძები
მწვანე ლობიო ნიგვზით

მომზადების წესი

1

მწვანე ლობიო გარეცხეთ, მოჭერით ღეროს ბოლოები და დატეხეთ. ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ ორჯერ მეტი წყალი და მოხარშეთ.

2

მოხარშვის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პომიდვრები და განაგრძეთ ხარშვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

3

ამასობაში, ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გატარებული ნიგოზი, 5 წუთით. ნიგვზიანი ხახვი დაუმატეთ მწვანე ლობიოს და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. კარგად ამოურიეთ.

4

გარეცხეთ შაშკვლავი და გააცალეთ ფოთლები. დაჭერით წვრილად და ჩაამატეთ ქვაბში, მარილთან ერთად. მწვანე ლობიო ნიგვზით მზად არის.

დრო1 სთ 40 წთ
პორცია4
კალორია250
ინგრედიენტები
  • 500 გრ მწვანე ლობიო
  • 70 გრ ნიგოზი
  • 150 გრ ჩერი პომიდორი
  • 40 გრ შაშკვლავი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 თავი ხახვი
  • 150 მლ ზეთი