ფახლავას რეცეპტი
მარტივი ფახლავას რეცეპტი, აღმოსავლური ტკბილეული, რომელიც დაამშვენებს ყველა სუფრას, იქნება ეს დღესასწაული თუ ჩვეულებრივი დღე.
მომზადების წესი
გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე და საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ასევე, ერთმანეთში აურიეთ დაჭრილი თხილი და დარიჩინი.
გახსენით ფილო და გაჭერით შუაზე. გადააფარეთ დანესტილი ტილო, რომ არ გამოშრეს.
საცხობ ფორმაზე მოათავსეთ ფილოს 2 ფურცელი, წაუსვით გამდნარი კარაქი და ზემოდან მოაყარეთ 2-3 სუფრის კოვზი თხილის და დარიჩინის ნაზავი. გაიმეორეთ იგივე საფეხური 6 ფენის მისაღებად.
ამის შემდეგ დაჭერით რომბის ან კვადრატის ფორმებად, რაოდენობა დამოკიდებულია ზომებზე. გამოაცხვეთ ღუმელში, სანამ არ გახდება ოქროსფერი, დაახლოებით 50 წუთი.
ამასობაში, აურიეთ შაქარი და წყალი პატარა ქვაბში საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შეურიეთ თაფლი, ვანილი და ლიმონის ცედრა. შეამცირეთ სითბო და ადუღეთ 20 წუთი.
გამოიღეთ ფახლავა ღუმელიდან და მოასხით სიროფი. მიირთვით ცივი და შეინახეთ დახურვის გარეშე.
- 450 გრ თხილი
- 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 1 პაკეტი ფილოს ცომი
- 1 ჭიქა კარაქი
- 1 ჭიქა თეთრი შაქარი
- 1 ჭიქა წყალი
- ½ ჭიქა თაფლი
- 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
- 1 ჩ/კ გახეხილი ლიმონის ცედრა