პანინის რეცეპტი

პანინის რეცეპტი დაგეხმარებათ მოამზადოთ მარტივი სენდვიჩი, რომელიც არის ძალიან გემრიელი წასახემსებელი და უხდება სალათებს.

სენდვიჩები
პანინი

მომზადების წესი

1

პურის ორივე ნაჭრის ერთ მხარეს წაუსვით ზეითუნის ზეთი, ხოლო მეორე მხარეს თითო სუფრის კოვზი მაიონეზი.

2

ქვედა ნაჭერზე, მაიონეზის მხრიდან დაალაგეთ ლორი, ჩედარის ყველი, პომიდვრის და ხახვის ნაჭრები. ზემოდან დაადეთ პურის მეორე ნაჭერი.

3

გააცხელეთ გრილი საშუალო ან მაღალ ცეცხლზე და შეასხურეთ სამზარეულოს სპრეი. მოათავსეთ პანინი გრილზე და შეწვით ყველის გადნობამდე, 3-დან 5 წუთამდე თითო მხარე.

დრო20 წთ
პორცია1
კალორია800
ინგრედიენტები
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ნაჭერი იტალიური პური
  • 2 ს/კ მაიონეზი
  • 3 ნაჭერი ლორი
  • 2 ნაჭერი ჩედარი
  • 1 ნაჭერი პომიდორი
  • 1 ნაჭერი ხახვი