სნიკერსის ნამცხვრის რეცეპტი
ეს სნიკერსის ნამცხვრის რეცეპტი მოგცემთ საშუალებას მარტივად მოამზადოთ რბილი, შოკოლადით და კარამელით სავსე ნამცხვარი.
მომზადების წესი
1
ინსტრუქციის მიხედვით აურიეთ ერთმანეთში ნამცხვრის მიქსი, დაამატეთ კვერცხი, 1⅓ ჭიქა წყალი და მცენარეული ზეთი.
2
ცომის ნახევარი მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
3
სანამ ცხვება, კარამელი, რძე და კარაქი მოათავსეთ ქვაბში და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ სანამ კარამელი არ გადნება და გლუვი არ გახდება.
4
ცხობის დასრულებისთანავე ცომს მოასხით კარამელი. ზემოდან მოაყარეთ შოკოლადის ნატეხები და პეკანი.
5
ზემოდან მოაყარეთ ნამცხვრის მიქსის დარჩენილი ნახევარი. აცხვეთ კიდევ 20 წუთი 175 გრადუსზე.
6
სნიკერსის ნამცხვარი გამოიღეთ ღუმელიდან და გააციეთ. შეგიძლიათ ზემოდან მოასხათ ნაყინი.
დრო1 სთ
პორცია16
კალორია290
ინგრედიენტები
- 1 შოკოლადის ტორტის მიქსი
- 3 კვერცხი
- ½ ჭიქა მცენარეული ზეთი
- 400 გრ კარამელი
- ¼ ჭიქა რძე
- ⅓ ჭიქა კარაქი
- 2 ჭიქა შოკოლადი
- 1 ჭიქა პეკანი