სოკოს სოუსის რეცეპტი
არომატით სავსე სოკოს სოუსის რეცეპტი, რომელიც მარტივად მზადდება და უხდება როგორც სტეიკს, ასევე, შემწვარ ქათამს და მაკარონს.
მომზადების წესი
1
გამხმარ სოკოს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5 წუთი.
2
ქვაბში გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ 2-3 წუთი.
3
დაუმატეთ დაჭრილი სოკო და მოხარშეთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ დაასხით 1 ს/კ გამხმარი ძირბუკას ნაყენი.
4
ძირბუკა სოკო დაჭერით და დაამატეთ ტაფაში. ბოლოს დაუმატეთ არაჟანი და მიიყვანეთ ადუღებამდე. სოკოს სოუსი მზად არის.
დრო20 წთ
პორცია4
კალორია200
ინგრედიენტები
- 2 ს/კ გამხმარი ძირბუკა
- 1 ჩ/კ კარაქი
- 2 ხახვი
- 200 გრ სოკო
- 200 გრ ცხიმიანი არაჟანი