სოუსები

ბაჟეს რეცეპტი

სწრაფად მოსამზადებელი ბაჟეს რეცეპტი, ტრადიციული ქართული არომატული სოუსი რომელიც მზადდება ნიგვზისგან და სანელებლებისგან.

ბაჟე

მომზადების წესი

  1. ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და სასურველია ხელითაც დაჭყლიტოთ, რადგან ზეთი კარგად გამოვიდეს. გამოწურული ზეთი გადაიტანეთ ცალკე კონტეინერში.
  2. ნიგოზს დაამატეთ დაჭყლეტილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი, ძმარი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და ქინძი.
  3. ამის შემდეგ დაამატეთ ადუღებული და გაგრილებული 50 მლ წყალი და მიღებულ მასას კარგად მოურიეთ.
  4. შეგიძლიათ დაამატოთ მეტი წყალი, თუ უფრო თხელი კონსისტენცია გსურთ. ბოლოს მოასხით ნიგვზის ზეთი და მიირთვით ბაჟე.