სოუსებისოუსები
სოიოს სოუსის რეცეპტი
სოიოს სოუსის რეცეპტი სახლში მოსამზადებლად, რომლისთვისაც დაგჭირდებათ რამდენიმე ინგრედიენტი და ცოტაოდენი მოთმინება.

მომზადების წესი
- ქვაბში ჩაყარეთ სოია, დაამატეთ 3 ჭიქა წყალი და აადუღეთ. შემდეგ, დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 1.5 საათის განმავლობაში. გადაიტანეთ საკვების პროცესორში და დააბლენდერეთ.
- სოიას პიურე გადაიტანეთ ჯამში, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ. მიღებული ცომი დაჭერით 5-6 სმ ნაჭრებად.
- დაალაგეთ სამზარეულოს სველ ხელსახოცზე, დააფარეთ მეორე სველი ხელსახოცი, შეფუთეთ ცელოფანში და შეინახეთ 7 დღით.
- ამის შემდეგ, ნაჭრები დაალაგეთ საცხობ ფირფიტებზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს და გამოაშრეთ მზეზე, ყავისფერ შეფერილობამდე. ამით მიიღებთ კოჯის.
- ფერმენტაციისთვის ჯამში ჩაასხით წყალი, დაამატეთ მარილი და მოურიეთ. დაამატეთ გამომშრალი სოია და დააფარეთ. სოია უნდა დაიშალოს წყალში, რასაც შეიძლება 6 თვე დასჭირდეს.
- როდესაც მთლიანად დაიშლება, გადაასხით ბოთლებში. სოიოს სოუსი მზად არის და ასევე, შეგიძლიათ შეინახოთ.


