სოუსები

ყველის სოუსის რეცეპტი

კლასიკური და მარტივი ყველის სოუსის რეცეპტი, რომელიც მზადდება ძალიან სწრაფად და სჭირდება ძალიან ცოტა ინგრედიენტი.

ყველის სოუსი

მომზადების წესი

  1. დიდ ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ ფქვილი, კარაქი და დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. დაიწყეთ ნელა მორევა და კარაქის გადნობის შემდეგ, მოუმატეთ მორევის ტემპს. ნელ-ნელა მიიღებთ შესქელებულ მასას.
  3. შემდეგ განაგრძეთ მორევა 2 წუთით და დაამატეთ გახეხილი ყველი ჩედარი და მოურიეთ ყველის გადნობამდე.
  4. ყველის სოუსი გააციეთ და მიირთვით სასურველ საკვებთან ერთად.