სოუსებისოუსები
ოხრახუშის სოუსის რეცეპტი
არომატული ოხრახუშის სოუსის რეცეპტი, რომელიც ძალიან უხდება თევზს, ხორცეულს და მისი შენახვა რამდენიმე დღით შეიძლება.

მომზადების წესი
- კარაქი გაადნეთ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ფქვილი და მოურიეთ 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ არ გასქელდება.
- შემდეგ დაამატეთ რძე და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ რძე კარგად არ შეიწოვება. ადუღების შემდეგ კიდევ ურიეთ 1 წუთის განმავლობაში.
- გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ლიმონის წვენი და მდოგვი. გემოვნებით მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი.
- ოხრახუშის სოუსი უმჯობესია მიირთვათ თბილი. შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ 3 დღის განმავლობაში.


