სოუსებისოუსები
ბოლონეზეს რეცეპტი
ბოლონეზე, ტრადიციული იტალიური სოუსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარულია. ჩვენი ბოლონეზეს რეცეპტი დაგეხმარებათ მარტივად მოამზადოთ უგემრიელესი და არომატული სოუსი.

მომზადების წესი
- ტაფაში ჩაასხით ზეთი და გააცხელეთ საშუალო ტემპერატურაზე. გაცხელებულ ზეთში მოთუშეთ ხახვი, ბეკონი და ნიორი მანამ, სანამ ბეკონი არ გახდება ყავისფერი, დაახლოებით 10 წუთი. მიღებული ნაზავი გასაწურად გადაიტანეთ სპეციალურ ჭურჭელში.
- იგივე ტაფა დადგით უფრო მაღალ ცეცხლზე. მოხარშეთ და აურიეთ საქონლის და ღორის ფარში ცხელ ტაფაში, სანამ არ დაიბრაწება და არ მიიღებს ყავისფერ შეფერილობას, 5-7 წუთის განმავლობაში. ბოლოს კი გადაწურეთ, რადგან მოცილდეს ზედმეტი ცხიმი.
- ბეკონის და ფარშის მასა აურიეთ და დაამატეთ პომიდორი, სოკო, ტომატის სოუსი, სტაფილო, ნიახური, ღვინო, ბულიონი, რეჰანი, ორეგანო, მარილი და პილპილი. მიიყვანეთ ადუღებამდე, დააფარეთ თავსახური და 1 საათის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დროდადრო მოურიეთ.
- ამასობაში აადუღეთ მარილიანი წყალი ქვაბით. ჩაყარეთ მაკარონი მოხარშეთ. ეცადეთ ზედმეტად არ მოხარშოთ, 8-10 წუთი საკმარისია და ბოლოს გადაწურეთ.
- მოხარშულ და ცხელ მაკარონს მოასხით ბოლონეზეს სოუსი და მიირთვით.


