სოუსებისოუსები
მარინარას რეცეპტი
იტალიური მარინარას რეცეპტი, რომლის დახმარებითაც მარტივად მოამზადებთ ამ უგემრიელეს სოუსს, რომელიც ძალიან უხდება მაკარონს.

მომზადების წესი
- ბლენდერში მოათავსეთ პომიდორი, ტომატის პასტა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი, ორეგანო, მარილი და პილპილი. მოურიეთ სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას.
- გააცხელეთ ზეთი დიდ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ, ოდნავ შერბილებამდე, დაახლოებით 2 წუთი.
- მიღებულ მასას დაამატეთ დაბლენდერებული პომიდვრის სოუსი და თეთრი ღვინო.
- ადუღეთ დაახლოებით 30 წუთი და დროდადრო ურიეთ. მარინარას სოუსი მზად იქნება, როდესაც მიიღებთ სქელ კონსისტენციას.


