სოუსებისოუსები
მექსიკური კარტოფილის სოუსის რეცეპტი
მექსიკური კარტოფილის სოუსის უმარტივესი კლასიკური რეცეპტი, რომლის მოსამზადებლადაც სულ რაღაც 10 წუთი დაგჭირდებათ.

მომზადების წესი
- დანაყეთ ან დაჭყლიტეთ ნიორი.
- ღრმა თასში შეურიეთ არაჟანი და მაიონეზი.
- დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მოასხით ლიმონის წვენი.
- დაამატეთ სანელებლები: შავი პილპილი, მარილი, წითელი წიწაკა და ორეგანო.
- კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი; გემოს გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა დაჭრილი ქინძი.


