სოუსები

ძაძიკის რეცეპტი

მარტივად მოსამზადებელი ბერძნული ძაძიკის რეცეპტი კიტრით, იოგურტით და ნივრით. არომატული სოუსი რომელიც უხდება სხვადასხვა კერძს თუ სალათას.

ძაძიკი

მომზადების წესი

  1. კიტრი გახეხეთ ან დაჭერით წვრილად და მოაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. შემდეგ მოათავსეთ ხელსახოცში და გაწურეთ კარგად.
  2. ერთ თასში მოათავსეთ დაჭყლეტილი ნიორი, დარჩენილი მარილი, თეთრი ძმარი, ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
  3. შემდეგ დაამატეთ გაწურული კიტრი, იოგურტი, პილპილი, კამა ან პიტნა და კრაგად ამოურიეთ. დალუქეთ კონტეინერში და ძაძიკი შედგით მაცივარში 30-დან 60 წუთამდე.
  4. სანამ მიირთმევთ, მოურიეთ და შეგიძლიათ დამატებით მოასხათ ზეითუნის ზეთი გემოვნებით.