თინუსის სენდვიჩის რეცეპტი
კლასიკური თინუსის სენდვიჩის რეცეპტი, რომლის მომზადებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და არის საუზმის შესანიშნავი წასახემსებელი.
მომზადების წესი
1
თინუსი გაწურეთ და წვრილად დაჭერით ნიახური, ხახვი, ნიორი და კიტრის მწნილი. პურის ნაჭრები გახუხეთ.
2
საშუალო ზომის თასში აურიეთ თინუსი, მაიონეზი, ნიახური, ხახვი, კიტრი, ლიმონის წვენი და ნიორი.
3
გემოვნებით მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოათავსეთ გახუხულ პურებს შორის და მიირთვით თინუსის სენდვიჩი.
დრო10 წთ
პორცია6
კალორია340
ინგრედიენტები
- 140 გრ თინუსი
- 2 ნაჭერი პური
- 200 გრ მაიონეზი
- 30 გრ ნიახური
- 2 ს/კ ხახვი
- 2 ს/კ კიტრის მწნილი
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 კბილი ნიორი
- მარილი და შავი პილპილი