ტირამისუს რეცეპტი

ტირამისუ არის ცნობილი იტალიური დესერტი, რომლის დამზადებაც მოითხოვს საკმაო ყურადღებას. თუმცა, ჩვენი ტირამისუს რეცეპტი მოგცემთ შესაძლებლობას მარტივად მოამზადოთ ეს უგემრიელესი დესერტი.

ნამცხვრები
მრგვალი ტირამისუ

მომზადების წესი

1

საშუალო ზომის ჯამში კარგად ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი. დაამატეთ რძე, ათქვიფეთ და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ ადუღებამდე.

2

ადუღეთ 1 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან გასაციებლად, კარგად შეფუთეთ და შედგით მაცივარში 1 საათით.

3

ნაღები და ვანილი ათქვიფეთ საშუალო თასში მიქსერით, სანამ არ მიიღებთ მყარ მასას.

4

გამოიღეთ კვერცხის გულის მიქსი მაცივრიდან, დაუმატეთ ყველი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5

პატარა თასში ერთმანეთს შეურიეთ ყავა და რომი და მიღებული მასა მოასხით სავოიარდს. დასველებული სავოიარდის ½ მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე.

6

მასკარპონეს ნარევის 1/2 წაუსვით სავოიარდს, შემდეგ ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კრემის 1/2. გაიმეორეთ პროცესი დამატებითი ფენისთვის და ზემოდან მოაყარეთ კაკაო.

7

ბოლოს კი შეფუთეთ ტირამისუ, შედგით მაცივარში 4-6 საათით, რის შემდეგაც შეგიძლიათ მიირთვათ.

დრო5სთ 30წთ
პორცია12
კალორია387
ინგრედიენტები
  • 6 კვერცხის გული
  • ¾ ჭიქა თეთრი შაქარი
  • ⅔ ჭიქა რძე
  • 1 ¼ ჭიქა კრემი
  • ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 450 გრ ყველი მასკარონე
  • ¼ ჭიქა მოდუღებული ყავა
  • 2 ს/კ რომი
  • 2 შეკვრა სავოიარდი
  • 1 ს/კ უშაქრო კაკაოს ფხვნილი