ვაშლის ნამცხვრის რეცეპტი
უგემრიელესი და ბევრისთვის საყვარელი ვაშლის ნამცხვრის რეცეპტი, ხრაშუნა ცომით და ვაშლის რბილი შიგთავსით, რომელიც იდეალური დესერტია.
მომზადების წესი
ვაშლი გაფცქვენით, ამოაცალეთ შუაგული და დაჭერით თხლად. ამასობაში, ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე.
გაადნეთ კარაქი ჯამში, დაუმატეთ ფქვილი, აურიეთ და ხარშეთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. დაამატეთ შაქარი, წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 3-5 წუთის განმავლობაში.
ცომი მოათავსეთ ღვეზელის ჯამში ისე, რომ დაიფაროს ძირი და გვერდები. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით დაახლოებით 3 სანტიმეტრის გრძელ ნაჭრებად.
მოათავსეთ დაჭრილი ვაშლი ცომიან თასში და ზემოდან დააფინეთ წვრილად დაჭრილი ცომის ნაჭრები, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. საბოლოოდ უნდა მიიღოთ ვაშლის ნამცხვარი გისოსის მაგვარი ზედაპირით.
შაქრის და კარაქის ნაზავი მოასხით ზემოდან ისე, რომ ჩავიდეს ქვემოთ მოთავსებულ ვაშლის ნაჭრებში. ასევე, წაუსვით ნაზავი ვაშლის ღვეზელის ზედაპირს.
გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. შეამცირეთ ტემპერატურა 175 გრადუსამდე და განაგრძეთ ცხობა სანამ ვაშლი არ გახდება რბილი, 35-45 წუთი.
- 8 პატარა ვაშლი
- ½ ჭიქა უმარილო კარაქი
- 3 ს/კ უნივერსალური ფქვილი
- ½ ჭიქა თეთრი შაქარი
- ½ ჭიქა ყავისფერი შაქარი
- ¼ ჭიქა წყალი
- 1 ორმაგი ქერქის ღვეზელის ცომი