პომიდვრის სასარგებლო თვისებები

სექტემბერი 29, 2024
წითელი პომიდვრები
სარჩევი

პომიდორი გამოირჩევა მრავალი სასარგებლო თვისებით, რაც ანტიოქსიდანტ ლიკოპენის დამსახურებაა. სწორედ ის აძლევს წითელ ფერს და იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან.

გარდა ამისა, ის სასარგებლოა ადამიანის უჯრედების ჯანმრთელობისთვის და მდიდარია კალიუმით, ბეტა-კაროტინით, B, C და E ვიტამინებით.

რა სასარგებლო თვისებები აქვს პომიდორს

ქვემოთ ჩამოთვლილია პომიდვრის სასარგებლო თვისებები, რომლებიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში გვეხმარება.

1. კარგია გულისთვის

კედელზე მიხატული გული

სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ლიკოპენის მომატება გულის დაავადებების რისკს ამცირებს 14%-ით და ეხმარება LDL ქოლესტერინის დონის შემცირებას. გარდა ამისა, მამაკაცებს, რომლებსაც ლიკოპენისა და ბეტა-კაროტინის დაბალი დონე აქვთ, იზრდება გულის შეტევისა და ინსულტის რისკი.

პომიდორში შემავალი სხვა ნაერთები, როგორიცაა ვიტამინები B, E და ფლავონოიდები, ასევე ხელს უწყობენ არტერიული წნევის დარეგულირებას და ზოგადად, კარგად მოქმედებენ ქოლესტერინზე.

2. აუმჯობესებს იმუნურ სისტემას

ადამიანის ფიგურა

აღსანიშნავია პომიდვრის წვენის იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებები, რომელიც მდიდარია C ვიტამინით და ბეტა-კაროტინით. მისმა რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს დამცავი უჯრედების წარმოქმნა, რაც ეფექტურია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.

ლიკოპენი ებრძვის მავნე მოლეკულებს, რომლებსაც შეუძლიათ უჯრედების დაზიანება და იმუნური ფუნქციის დარღვევა. ამ დამცავმა მოქმედებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ფილტვის, კუჭის და პროსტატის კიბოს რისკის შემცირებას.

3. პომიდორი კარგია ფილტვებისთვის

ფილტვი

პომიდორს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რესპირატორული დაავადებების, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) წინააღმდეგ. ეს არის პომიდორში შემავალი ანტიოქსიდანტების დამსახურება, რომელთა შორისაა ლიკოპენი, ლუტეინი და ზეაქსანტინი.

ეს ნაერთები ასევე კარგად მოქმედებს თამბაქოს კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების წინააღმდეგ. ასე, რომ პომიდორია სასარგებლოა მათთვის, ვინც მოწევას დაანება თავი და სურს ფილტვების უფრო სწრაფი გამოჯანმრთელება.

4. კანს იცავს მზისგან

ქალი ქუდით აუზში

პომიდორი იცავს კანს, განსაკუთრებით მზის მავნე ზემოქმედებისგან და საიდუმლო ისევ ლიკოპენია. კვლევამ, სადაც ადამიანები 10 კვირის განმავლობაში ყოველდღე მოიხმარდნენ ტომატის პასტას ზეითუნის ზეთთან ერთად, მზის დამწვრობა შეუმცირდათ 40%-ით.

როგორც ჩანს, ლიკოპენი, რომელიც პომიდორს იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან, ანალოგიურად იცავს ადამიანის კანსაც. აღსანიშნავია, რომ პომიდორი კანს იცავს შიგნიდან და მისი წვენის წასმა პირდაპირ კანზე არ შეიძლება.

5. გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ

ქალის მუცელი

პომიდორი ასევე შესანიშნავი საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, განსაკუთრებით ყაბზობის სამკურნალოდ. ერთი პომიდორი უზრუნველყოფს 114 გრამ წყალს და 1.5 გრამ ბოჭკოს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დატენიანებას და ბოჭკოს მიღებას. ეს კომბინაცია გადამწყვეტია, რადგან სითხისა და ბოჭკოების არაადეკვატური მოხმარება ყაბზობის საერთო გამომწვევია.

გარდა ამისა, პომიდორი შეიცავს სპეციფიკურ ბოჭკოებს, როგორიცაა ცელულოზა, ჰემიცელულოზა და პექტინი, რომლებიც კარგია საჭმლის მონელებისათვის და ხშირად მას მოიხსენიებენ როგორც “საფაღარათო ხილს”.

შეჯამება

პომიდორი სავსეა ვიტამინებით, კალიუმით, ანტიოქსიდანტებით და გააჩნია მრავალი სასარგებლო თვისება ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მისი მიღება შეგიძლიათ ცოცხლად, წვენის სახით ან გამოიყენოთ სხვადასხვა კერძში.

მსგავსი სტატიები

d ვიტამინის აბები

D ვიტამინის ნაკლებობა და სიმპტომები

ვიტამინი D არის საკვები ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების განვითარებაში, კუნთოვანი და იმუნური სისტემების ფუნქციონირებაში.

ჩიას თესლი პატარა ჯამში

ჩიას თესლი: ჯანსაღი ცხოვრების ინგრედიენტი

ალბათ გაგიგიათ, რომ ჩიას თესლი არის ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები. თუმცა, შეიძლება არ იცოდეთ ზუსტად

შუაზე გაჭრილი ავოკადოები

ავოკადოს სასარგებლო თვისებები

გარდა იმისა, რომ ავოკადო გემრიელი ხილია, მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და ზოგადად კარგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საკვები დანამატები

საკვები დანამატები: რა უნდა იცოდე

ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა საკვები დანამატები, რომლის მთავარი მიზანია ორგანიზმს მიაწოდოს საჭირო და დეფიციტური საკვები