ხილის ტორტის რეცეპტი
ტკბილი და რბილი ხილის ტორტის რეცეპტი, რომელიც არის შესანიშნავი საზაფხულო ნამცხვარი მორთული სხვადასხვა ხილით და ფაფუკი კრემით.
მომზადების წესი
ორ საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. ღუმელი გაათბეთ 200°C-ზე.
ჩაყარეთ შაქარი და კარაქი თასში და ურიეთ სანამ ფუმფულა მასას არ მიიღებთ. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი.
კარაქისა და შაქრის ნარევს დაუმატეთ 1 ს/კ კვერცხის ნარევი, ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი მასა. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ბოლოს დაამატეთ ფქვილი და კარგად მოზილეთ ცომი. შემდეგ მოათავსეთ ცომი საცხობ ფორმებში და გამოაცხვეთ 20-25 წუთის მანძილზე. დასრულების შემდეგ გამოიღეთ და გააგრილეთ.
ამასობაში, თასში მოათავსეთ კრემი და საკონდიტრო შაქარი. ათქვიფეთ მკვრივი კრემის მისაღებად. დაჭერით სასურველი ხილი (მოცვი, მარწყვი, ჟოლო, ატამი).
ხილის ტორტის ერთ ცომს წაუსვით კრემი და მოაყარეთ ხილი, ზემოდან დაადეთ ცომის მეორე ნაჭერი და მოაყარეთ დარჩენილი ხილი. შეგიძლიათ კრემი წაუსვათ გვერდებზეც.
- 250 გრ შაქარი
- 3 ს/კ საკონდიტრო შაქარი
- 250 გრ კარაქი
- 5 კვერცხი
- 250 გრ ფქვილი
- 250 მლ ორმაგი კრემი
- ხილი